თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატთან, პარლამენტარ ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში სამი ახალი სკვერის გახსნას დაესწრო.
ლევან დავითაშვილმა რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლების მნიშვნელობაზე და ასევე ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
,,სასიხარულო ფაქტია, რომ რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქს კიდევ 3 ლამაზი სკვერი შეემატა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გაკეთდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკვერებში გასართობის სივრცეები პატარებისთვისაც მოეწყო. ჩვენი მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსა და თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნაა,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ვაზისუბნის 4მ/რ 2 კვარტლის N 11 და N 13 კორპუსებისა და წულუკიძის ქუჩის მეოთხე შესახვევის N4 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, დამონტაჟდა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, განთავსდა დასასვენებელი სკამები და აღნიშნული ტერიტორიები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024