თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის (თემქა) მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა საკუთარ ოლქში მცხოვრები მარტოხელახანდაზმულები მოინახულა და პირველადი საჭიროების პროდუქტები გადასცა.
საკრებულოს წევრმა კომპანია „ჯი თი გრუპის“ მიერ თბილისის გამგეობებისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისპერიოდში გადაცემული პროდუქტები 7 ოჯახს მიუტანა.
თამარ ტალიაშვილმა ბიზნესს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთმანეთზე ზრუნვა, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.
,,ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. სიკეთე გადამდებია და მჯერა, რომ ერთად დგომით გადავლახავთ ამდღეებს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ რეკომენდაციები'' - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომპანია „ჯი თი გრუპმა“ თბილისს 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტი გადასცა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში, დედაქალაქის ათივე რაიონში გადანაწილდება.
როგორც ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა დაპირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024