თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად, ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
,,ზღვისუბანში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბმა-ს თავმჯდომარეებს აქტიური თანამშრომლობისთვის”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ზღვისუბნის მე-10ბ კვარტლის N4 კორპუსში, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს, სახურავი და წყალსაწრეტი მილები ახლით შეიცვალა. პროექტის ფარგლებში, 1 020 კვ.მ ფართობზე სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა, ასევე, შეიცვალა 200 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები. ზღვისუბანში მსგავსი ტიპის სამუშაოები მიმდინარე წელს კიდევ სამ კორპუსს ჩაუტარდა.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024