ზღვისუბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც ზღვისუბნის III მ.რ II კვ-ში მიმდინარეობს, მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ზღვისუბანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, შიდა კომუნიკაციების განახლება და სრული მოწესრიგება, რაც მოქალაქეთა ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს.
ზღვისუბანში ასევე სავარჯიშო ტრენაჟორებისა და მოსასვენებელი სკვერების მოწყობა და გზის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024