თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, შავი მიწა იშლება და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა.
,,ვაგრძელებთ ზღვისუბანში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას და სულ მალე კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყობა კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ზღვისუბანშიც, რათა მოქალაქეთა ყოველდღიური საცხოვრებელი პირობები მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ''.- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ავტოსადგომი იყო. სკვერის კეთილმოწყობა ივნისის ბოლოს დასრულდება. გარდა ამისა, ზღვისუბანში წელს კიდევ 10 ახალი სკვერი მოეწყო.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024