თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ იუსტიციის სახლის ვარკეთილის ფილიალი იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძესთან ერთად გახსნა. თბილისის საკრებულოსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები თანამშრომლებს შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესს და მომხმარებელთა საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.
„მოხარული ვარ, რომ ვარკეთილისა და ვაზისუბნის 100 000 - ზე მეტი მცხოვრები უკვე „ჰუალინგ ჯგუფის“ შენობაში გახსნილ იუსტიციის სახლის ახალ ფილიალში მიიღებს იმ სახელმწიფო სერვისებს, რომელსაც იუსტიციის სახლი ახორციელებს. ახალი ფილიალი, ხელს შეუწყობს თბილისის ცენტრალური ფილიალიდან ნაკადების გადანაწილებას , რაც შეამცირებს ლოდინისა და მომსახურების მიღების დროს. მინდა მივულოცო ყველას და მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“. - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისში, იუსტიციის სახლის ცენტრალური ოფისის გარდა, ვარკეთილსა და გლდანში იუსტიციის სახლის უკვე ორი ფილიალი მუშაობს.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024