კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრთან, ევროპის ქუჩაზე მდებარე დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და სამგორის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან ერთად, დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ხიდზე, რომლის სავალი ნაწილიც დაახლოებით 1700 კვ.მ. ფართობს მოიცავს, ასფალტბეტონის ახალი საფარი მოეწყობა. აღდგება სადეფორმაციო ნაკერები, დაზიანებული ნაწილები, თვალამრიდები და ტროტუარები.
„მოხარული ვარ, რომ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ევროპის ქუჩაზე მდებარე ხიდთან ერთად, აღსანიშნავია აეროპორტის მიმართულებით მიმავალი გზა, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დასრულდა. თბილისის სხვადასხვა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომავალშიც ასეთივე ტემპით გაგრძელდება და სხვადასხვა მასშტაბის პროექტები ყველა უბანში განხორციელდება“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
დაზიანებული ხიდის აღდგენა 2021 წლის იანვარში დასრულდება და პროექტზე 1 328 ათასი ლარი დაიხარჯება.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024