თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების დეპუტატი გულია გოცირიძე, სამაჟორიტარო ოლქში არსებულ ბიბლიოთეკებს ესტუმრა.
საკრებულოს წევრმა სამკითხველო დარბაზები, წიგნთსაცავები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
გულია გოცირიძის განცხადებით, ამჟამად გლდანის VIII მიკრორაიონში არსებული ბიბლიოთეკის აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რის შემდეგაც II და VI მიკრორაიონებში არსებული ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია დაიწყება.
„ბიბლიოთეკების აღდგენა-რეაბილიტაციის შედეგად მთლიანად შეიცვლება ინტერიერი. შენობები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და აქ მოსული მკითხველისთვის ბიბლიოთეკაში მუშაობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024