თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ რაიონში არსებული სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოების მონიტორინგი განახორციელა.
საკრებულოს წევრი ბენეფიციარებს კვების ხარისხზე და მომსახურებაზე პირადად გაესაუბრა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
როგორც გულია გოცირიძემ განაცხადა, აღნიშნულ დაწესებულებებში ყველა პირობა სტანდარტების შესაბამისია.
„მე, როგორც გლდანის მაჟორიტარს, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე უფასო სასადილოებში არსებული პირობები თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ვისურვებდი, რომ ასეთი სასადილოების არსებობა ჩვენს ქალაქში საერთოდ არ იყოს საჭირო, მაგრამ სანამ ამის საჭიროება გვაქვს, აუცილებელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ღირსეულ პირობებში, ხარისხიანი საკვები მიირთვან“, - განაცხადა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024