თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის გულია გოცირიძის ინიციატივით, გლდანის ლუწ მიკრო რაიონებში მოსახლეობა უსახურ კონსტრუქციებს ე.წ. ავტოფარეხების დემ,ონტაჟს ახორციელებს.
მათ ადგილას ქალაქის მერია სკვერებსა და ავტომანქანების თანამედროვე სადგომებს მოაწყობს.
,,ჩემი საკრებულოში უფლებამოსილების ცნობისთანავე, ადგილობრივ მოსახლეობასთან თვითნაკეთი ავტოფარეხების დემონტაჟის თაობაზე არაერთხელ გვისაუბრია, რამაც შედეგი გამოიღო.
მე-4 მიკრო რაიონის 105-ე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ხელით შლიან რკინის კონსტრუქციებს, ე.წ. ,,გარაჟებს'', ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო ქცეული, სკვერი განთავსდება. ეს გლდანში უკვე მეათე, კონკრეტულად ჩემს სამაჟორიტაროში კი, მესამე შემთხვევაა ,“ -განაცხადა გულია გოცირიძემ და აღნიშნა, რომ რაიონში ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გრძელდება
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024