თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე, ამავე რაიონის გამგებელთან - გაიოზ ვასაძესთან ერთად დიდ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ბატონიშვილის ქუჩაზე განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოები 5 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, კერძო დასახლებაში საგზაო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
''ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, საგზაო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. კონკრეტულად კი, ბატონიშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა ასფალტი და მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული ეს ურთულესი პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024