თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნუგზარ ბრეგვაძეს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და მასზე შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, სახელდების და სიმბოლიკის კომისია უახლოეს მომავალში საქართველოს ფოსტასთან კოორდინირებულ მუშაობას დაიწყებს. ამ თანამშრომლობის შედეგად, თბილისის მასშტაბით მოქალაქეებს საფოსტო სერვისებით სარგებლობა გაუმარტივდებათ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024