თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ახლადარჩეული თავმჯდომარის, მიხეილ ამაშუკელის ხელმძღვანელობით, კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა თინათინ ნიბლოშვილს, თავმჯდომარის პოზიციაზე სამწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს. მიხეილ ამაშუკელმა კომისიის განვლილი საქმიანობა შეაფასა და მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანია დავიკავო სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიცია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისის საკრებულოში, ჩვენი კომისია ერთ-ერთ წამყვან კომისიად ჩამოყალიბდა. საკრებულოს თითოეულ სხდომაზე ათობით ახალი ქუჩა ემატება თბილისს და ასობით მოქალაქეს ვუმარტივებთ ცხოვრებას.
ბოლო წლებში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ასობით სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის დამსახურება უკვდავყო, რაც უმნიშვენლოვანესია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. მე, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, სრულად ვაცნობიერებ იმ საჭიროებებს, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თანამედროვე დამისამართებასა და ქუჩათა მოწესრიგებულ ქსელებთან დაკავშირებით. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მხარს დაუჭერს და გააგრძელებს ყველა იმ პროცესს, რაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით არის განპირობებული,“- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024