სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, სამგორის რაიონში მდებარე მუხაძის ქუჩა დაათვალიერეს.
როგორც ირკვევა, გიორგი მუხაძის ქუჩა მოიცავს ერთმანეთთან ქალაქგეგმარებით კავშირის არმქონე მონაკვეთებს, რაც ართულებს მისამართების მიგნებას.
საკითხის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ ხსენებული პრობლემა სირთულეებს ქმნის როგორც მიგნების, ასევე შენობა-ნაგებობების ნუმერაციის თვალსაზრისით.
კომისიის წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს ქუჩათა გეგმარება. სახელდებისა და სიმბნოლიკის კომისია აღნიშნულ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024