თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მემორიალისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის განთავსების საკითხს ეხმაურება.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გააჟღერა ორი ინიციატივა: საკრებულოს სხდომათა დარბაზში დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე მისივე მემორიალის მოწყობასთან დაკავშირებით.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას. მივიჩნევთ, რომ მიუხედავად კორონა ვირუსით გამოწვეული ეკონომიისა, კულტურის სფეროში ხსენებული პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია’’,- განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.
ბიუსტებისა და მემორიალების ესკიზებზე ღია კონკურსი თბილისის მერიამ მ/წლის 1 ივლისს გამოაცხადა.
კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა.
მასში მონაწილეობის მიღება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია. საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხორციელდება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დაინტერესებულ ავტორებს და ავტორთა ჯგუფებს აქტიურობისა და კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024