თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბულგარეთის ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, შეხვედრაზე თბილისში, ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის ბულგარეთის დედაქალაქის -სოფიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
„საქართველოსა და ბულგარეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენი ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ბულგარეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ვფიქრობ, თბილისში ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელობის გეოგრაფიული ობიექტის გაჩენა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თავის მხრივ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მეგობრული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024