თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ დეპუტატებს კომისიის საქმიანობის ძირითადი ასპექტები პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა და ამასთანავე, კომისიის სამომავლო საქმიანობის მთავარი თემატიკა გააცნო.
დღესვე კახა ლაბუჩიძემ საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამავე კომისიის წევრი ზურაბ ჩიკვილაძე დაასახელა.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამის განხორციელების წესში ტექნიკური ხასიათის ცვლილებების დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N71-134 დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები განიხილეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.