თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს.
ირაკლი გვილავამ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს N13-76 დადგენილებაში დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, პროგრამით „სპორტი უფროსი თაობისთვის“ მოსახლეობის დაინტერესება და მომართვიანობა ძალიან მაღალია, რასაც სპორტული ცენტრების რაოდენობა ვერ სწვდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ სარგებლობს აღნიშნული პროგრამით, ამიტომ არის საჭიროება ცვლილების განხორციელების.
მისი თქმით, არსებული ტარიფი (4 ლარი) ვეღარ ანაზღაურებს როგორც კერძო, ასევე მუნიციპალურ სპორტულ ცენტრებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას, რომლითაც სარგებლობენ 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები, რის გამოც კერძო სპორტული ცენტრები არ ინტერესდებიან და არ ერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში.
ცვლილების თანახმად ვიზიტის ღირებულებას, კერძოდ, ერთი ვიზიტის ღირებულება ნაცვლად 4 (ოთხი) ლარისა, იქნება 6 (ექვსი) ლარი, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიფარება, რათა გაიზარდოს კერძო სპორტული ცენტრების პროგრამაში ჩართვით დაინტერესება.
„სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზებით მომსახურების მიღება, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის უცვლელია.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.