თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც დამისამართების არქონით გამოწვეული პრობლემები აწუხებთ.
კომისიის წარმომადგენლებმა გზების დაპროექტებაზე იმუშავეს. ლევან აბაშიძის განცხადებით, ხსენებული პროექტების საფუძველზე, მერიის შესაბამისი სამსახურები ქუჩების ქსელს მოამზადებენ. მისივე ინფორმაციით, საკითხი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.