24 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა.
დღის წესრიგი
1. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენასთვის ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გასასვლელისთვის და მასთან არსებული უსახელო ხეივნისთვის ამაღლების ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ;
3. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ;
4. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ავთო ვარაზის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
6. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კესანების სახელის მინიჭების შესახებ;
7. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელის მინიჭების შესახებ;
8. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ;
9. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ნეგოს ტყის ქუჩის გაგრძელებისა და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ნეგოს ტყის I და II შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ.
10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ბარალეთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის ლიბანის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;