თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ლაბუჩიძე აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას დაესწრო. კახა ლაბუჩიძის განცხადებით, 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი აფხაზეთის დღედ დადგინდა. სიმბოლურია, რომ „აფხაზეთობა“ სწორედ მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დაუკავშირდა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო რაიონში ხდება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, საფუძველი ჩაეყარა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარს. რამდენადაც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს გვაქვს საერთო ისტორიული ფასეულობები, კულტურა, ასევე გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ერთგული, ღირსეული და ჰარმონიული თანაცხოვრების გამოცდილება, ეს ტაძარი სიმბოლურად კიდევ უფრო დაგვაკავშირებს ერთმანეთთან“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას და ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024