თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად მეტროსადგურ „ავლაბრის“ ახლად განახლებული ზედა ვესტიბიული დაათვალიერა.
წარმოდგენილი პროექტი სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებას და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას ითვალისწინებდა.
სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შემდეგ, მათი მდგრადობის დადგენის მიზნით აუცილებელი გახდა სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე დამატებითი კვლევების ჩატარება.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
კახა ლაბუჩიძის თქმით, კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.
სამუშაოები ჩატარდა მეტროსადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ მიერ.
სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4,2 მლნ ლარს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, სხვა მეტროსადგურების განახლებაც იგეგმება.
პროექტს ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა ელისაშვილი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი გაეცნენ.
გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024