თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გააცნო.
კომისიის წევრებმა სამგორის, ვაკის, გლდანის, ასევე დიდუბის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩებისა და გასასვლელებისთვის სახელების მინიჭების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე კომისიის წევრებმა ოჯახის წევრების თხოვნითა და ვეტერანთა კავშირის რეკომენდაციით წარმოდგენილი საკითხებიც განიხილეს და დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელების მინიჭების ინიციატივას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხების დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023