თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა თბილისში, ისნის რაიონში, ე. წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო მოედნისთვის ქართველი ფილოლოგის, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელის, პროფესორისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ილია აბულაძის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023