საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს და საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კრებულის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კრებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ და კრებულის ავტორმა დავით ჩხეიძემ წარადგინეს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.
„სიმბოლურია, რომ დღეს საკრებულოში წარმოდგენილია კრებული, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის სიმბოლიკა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასთან და პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი უმთავრესი ფასეულობებია. დიდი პატივია, რომ ასეთი კრებულის პრეზენტაცია საკრებულოში შედგა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვის.
„დიდი მადლობა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს იმისთვის, რომ სიმბოლოებში გამოხატული ჩვენი ქვეყნის ისტორია წარმოგვიდგინეს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის 13 ქუჩას იმ მოღვაწეების სახელები ეწოდა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
კრებულში შევიდა სახელმწიფო სიმბოლოები, რომლებიც ამ 100 წლის განმავლობაში ჰქონია და აქვს საქართველოს რესპუბლიკას. გამოცემა მოიცავს 1918-1921 წლებს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასაბჭოებამდე, საბჭოთა პერიოდს, 1990-იან წლებს, 2004-წლიდან ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების დაფუძნების და მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების დადგენის პერიოდს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023