თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა კრწანისი რაიონის გამგებელთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად რაიონში მდებარე ახალი პარკი დაათვალიერა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, პარკისთვის ოკუპაციის მსხვერპლთა სახელის მინიჭების იდეა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის.
მისივე თქმით, აღნიშნულ ინციატივას საკრებულოს წევრები სახელდებისა და სიმბოლიკის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საკითს უკვე საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.
,,სახელდების პროცესის პარალელურად თბილისის მერია პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის განთავსების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარებას დაიწყებს’’,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვოლმა.
ლევან ჯაფარიძის ინფორმაციით, პარკში, რომელიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეებია გაშენებული. პარკი კეთილმოწყობილია და აქვე ფეხბურთისა და კალათბურთების სათამაშო მოედნებია განთავსებული.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023