თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს მიერ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“ შეტანილი ცვლილება გააცნო, რომლის თანახმადაც, წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ,ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე უზრუნველყოს როგორც მათი საჯაროდ გამოქვეყნება, ასევე საკითხით დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების გაცნობა და მათთან კონსულტაციების გამართვა.
ლია ჯახველაძის განმარტებით, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“ შეტანილი ცვლილებები გადაწყვეტილების მიღების პროცედურას უფრო გაამარტივებს და ამასთან, სახელდების პროცესის გამჭვირვალეობასა და მასში დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა 19 საკითხი განიხილეს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, კერძოდ, სამგორის, ვაკის, საბურთალოს, ასევე კრწანისის, გლდანისა და ისნის რაიონებში არსებული ქუჩებისთვის სახელების მინიჭებას გულისხმობდა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად უშუალოდ განმცხადებლებიც ესწრებოდნენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2025სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024