თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩის, ჩიხის და შესახვევისთვის სახელების მინიჭების საკითხი განიხილეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ქუჩების სახელების შერჩევის დროს ამ ადგილების გეოგრაფიული და ისტორიული სახელწოდებები გაითვალისწინეს.
კერძოდ, გლდანის რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ამ ადგილის ტოპონიმური - ნატუსების სახელი მიენიჭება. ასევე ისტორიული სახელები უბრუნდება ჩუღურეთის რაიონში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩასთან მდებარე ჩიხს და მას ტყის ქუჩა დაერქმევა. სამგორის რაიონში უსახელო ქუჩას და შესახვევს ქვიშიანის, ხოლო ჩუღურეთში, ისტორიულ ივერთუბანში მდებარე ადგილს ზამთრიანის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024