თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ არგენტინის ელჩს საქართველოში ხუან ლუის ტეტამანტს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, მხარეებმა საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კულტურული, ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი გავიდა. საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას თბილისის მერიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2025სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024