თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების; ასევე, გარემო დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ მარიჯანის ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისა და დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით შპს „საბურთალოს“ და შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიმართ დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა. რის შემდეგაც, კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
ამას გარდა, დეპუტატებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების” ; „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“ ; „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების“; ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა გარემო დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.