თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა, ფრაქციის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით, თბილისის საკრებულოს სხდომას, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, ფრაქციის წევრები არ დაესწრებიან.
„როგორც უკვე იცით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრები 2024 წლის ივნისიდან, კერძოდ, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებიდან, ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და დღეს 19:00 საათზე ყველას გელოდებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ერთად მოვითხოვოთ უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება“, - განაცხადა თამარ ხვედელიანმა.