თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წლის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობაზე გიორგი ნამგალაურის დანიშვნას თანხმობა მისცეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების და ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე საკითხი წარადგინა. კერძოდ: თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები, თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება.
კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის" ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების საკითხი გააცნო კომისიის წევრებს.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემაზე განკარგულების პროექტს, რომელიც შპს „თბილსსერვის ჯგუფის" წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს ფრაქციებისთვის 2025 წელს შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა წლიური სახელფასო ლიმიტის დაწესების შესახებ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა ასევე თბილისში, მარიჯანის ქ. №2-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისა და დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით შპს „საბურთალოს" და შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის" მიმართ დამატებითი/დაზუსტებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა
დეკემბერი 24,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
დეკემბერი 20,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხი განიხილეს
დეკემბერი 18,2024