თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე უძღვებოდა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობას საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე შეუერთდებიან. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას დატოვებენ მარიამ ზაქარიაშვილი და ანა კილაძე. მარიამ ზაქარიაშვილი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში გაწევრიანდება, ანა კილაძე კი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას შეუერთდება.