დღეს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ და კომისიის წევრებმა სოფელ დიდ ლილოში სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
საკრებულოს წევრებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისა და სამომავლო ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გააცნო.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ აღნიშნა, კომისია მშენებარე სპორტული ობიექტების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
"დღეს სოფელ დიდ ლილოში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს გავეცანით, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. აქ განთავსდება სხვადასხვა ტიპის სპორტული სივრცეები. თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით"- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
გურამ ოქროპირიძის თქმით, სპორტულ ცენტრში 200 მაყურებელზე გათვლილი საჭიდაო მოედანი მოეწყობა. ამას გარდა, ცენტრში ფიტნეს და ადმინისტრაციული სივრცეებიც განთავსდება.
დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა
ოქტომბერი 17,2024ზურაბ აბაშიძე და გურამ ოქროპირიძე მთაწმინდის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ
ოქტომბერი 11,2024სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ ახალგაზრდა წევრებს უმასპინძლა
ოქტომბერი 10,2024