თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. თალაკვაძის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 1 490,0 ათასი ლარით იზრდება და 2 009 879,6 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, საკრებულოს წევრებმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N 35-99 დადგენილებაში ცვლილები, წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გაცემა განხორციელდეს „სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული, დახმარების გაცემის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობის ამსახველი მონაცემების საფუძველზე, რაც ხელმისაწვდომი გახადა ქვეპროგრამის ფარგლებში ელექტრონული მოდულის დანერგვამ. ასევე, აღსანიშნავია, რომ დადგენილების ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
სხდომაზე განიხილეს ასევე საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84-64 დადგენილებაში ცვლილები, რომლის მიზანია, ტერმინთა განმარტებების მეტად გასაგებად ჩამოყალიბება, ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების დაზუსტება, განცხადების განხილვისა და დაფინანსების პროცედურებში მეტი სიცხადის შეტანა, შემთხვევათა ელექტრონული რეესტრის ფორმირებისა და წარმოების სამართლებრივი მოწესრიგება.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ საკრებულოს სხდომაზე ორი საკითხი წარადგინა: „თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება და „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დაფუძნებაზე პროექტი.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ დაფუძნებისა და დებულების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები განიხილეს. დებულებაში ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვით სააგენტოს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე. სხდომაზე იმსჯელეს ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დადგენილებით დამტკიცებულის წესის მე-3 მუხლიდან ხდება 31 პუნქტის ამოღება: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შპს „თბილისი ენერჯი“, სს „თელასი“ და ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები თავისუფლდებიან ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული საფასურის გადახდისგან.
შპს“თბილსერვის ჯგუფმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს შორის, „თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის“ პროექტთან დაკავშირებით, ქვესასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს განკარგულების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს. განიხილეს ასევე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს/ნ 206267494) შორის, „თბილისის ნარჩენების გადამუშავების“ პროექტთან დაკავშირებით ქვესასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე” ქალაქ თბილისის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ უძრავი ქონების პირდაპირი პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით, მარატ ნოზაძის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საკითხი შეათანხმეს და რკინიგზის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე საკრებულოს განკარგულება ძალადაკარგულად გამოაცხადეს.
სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.