თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დედაქალაქში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტებს, გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, ექიმებისა და მაშველების სახელები მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ლევან აბაშიძის განცხადებით, კომისია აქტიურად მუშაობს გეოგრაფიული ობიექტების შერჩევის მიმართულებით.
ბოლო პერიოდის განმავლობაში კომისია კომუნიკაციაში იმყოფება დაღუპულთა ოჯახების წევრებთან.
ქუჩების შერჩევის პროცესში ადგილზე მოხდა ტერიტორიების შესწავლა და ამასთანავე, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილების მეზობლად მცხოვრებლებთან შეხვედრა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრების და მოქალაქეთა მოსაზრებების შეჯერების შემდეგ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ხსენებულ სახელდებებთან დაკავშირებით ინიციატივას კომისიის უახლოეს სხდომაზე დააყენებს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ხევძმარის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა
ივლისი 31,2024თბილისის დროშისა და გერბის ნიმუშების შესარჩევმა კომისიამ ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ივლისი 11,2024თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ივლისი 10,2024