თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ვაკის რაიონში, შავგულიძის ქუჩის N 7-ში იმყოფებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ შავგულიძის ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ვაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას. მორიგი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყო შავგულიძის ქუჩაზე. ახალ სკვერში ტერასულად განლაგდა დასასვენებელი და საბავშვო ზონები, დამონტაჟდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რბილ საფარზე მოეწყო საბავშვო მოედანი და ატრაქციონები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და 20-მდე ხემცენარე დაირგო”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღნიშნულ მისამართზე მდებარე გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე 500 კვ. მ ფართობზეა განთავსებული.
პროექტის ღირებულებამ 236 000 ლარი შეადგინა.
დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გაიხსნა
სექტემბერი 12,2024პარაოლიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა
სექტემბერი 12,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 12,2024