დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაემატა ხე-მცენარეები, გაკეთდა საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები.
გარდა რეაბილიტაციისა, ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით.
თბილისის დინამოს ბაზის მიმდებარედ, გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები, ცხოველთა სასეირნო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონები, ასევე, სამაგიდო სათამაშო სივრცე.
ასევე რეკრეაციულ ზონებსა და გზაგამყოფ კუნძულებზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: მოეწყო სარწყავი სისტემები, 20 448 კვ.მფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, ასევე, დაირგო 15 218 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7 883 396 ლარს შეადგენს.
ღონისძიება ჯგუფი„ურსას“ კონცერტით დასრულდა.
პარაოლიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა
სექტემბერი 12,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 12,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილეს
სექტემბერი 12,2024