თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს. ასევე, თბილისში სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს საბურთალოს რაიონში, პეკინის შესახვევისთვის კინოსა და თეატრის მსახიობის ჯემალ ღაღანიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
ამავე სხდომაზე იმსჯელეს თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან მდებარე სანაპიროს უსახელო მონაკვეთისთვის ასი ათასი მოწამის სახელის მინიჭების, ვაკის რაიონში, კვესეთში, ბეთანიის მონასტრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ბეთანიის მონასტრის VII შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.
დღესვე, კომისიის სხდომაზე დედაქალაქის სხვა და სხვა რაიონში მდებარე რამდენიმე ქუჩისთვის, უსახელო მონაკვეთებისა და გასასვლელებისთვის სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებებს დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 29,2023