თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინდაოში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ახვლედიანი ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ქალაქ ცინდაოს სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა კანცელარიის უფროსს, ფან ციჩჟის, შეხვდა.
შეხვედრა ასევე გაიმართა ქალაქ ცინდაოს მერის მოადგილესთან, ქალბატონ ჩჟან ჰოისთან. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და წლის ბოლოსთვის თბილისში ცინდაოს მერის მოადგილის საპასუხო ვიზიტზე შეთანხმდნენ.
ქართული დელეგაციის წევრები ქალაქ ცინდაოს მერიის მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნენ და თავის მხრივ, მასპინძლებს თბილისის საკრებულოს ფუნქციების და უფლებამოსილების შესახებ, ასევე თვითმმართველობის რეფორმის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ასევე აღნიშნეს, რომ რეფორმის მთავარი მიზანი დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს სტუდენტების გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისა და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზეც.
გიორგი ახვლედიანმა ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ქალაქ ცინდაოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლუი ფუცზესთან გამართა შეხვედრა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი ახვლედიანი და ზურაბ ჩიკვილაძე ქალაქ ცინდაოს ცენტრალური მუნიციპალური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, იუი ტენბოს, შეხვდნენ და თბილისში მისი საპასუხო ვიზიტი დაგეგმეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობით, ღუდუშაურის კლინიკასა და ცინდაოს ცენტრალურ მუნიციპალურ საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ქართული დელეგაცია ქალაქ ცინდაოში კომპანია Hisense-ის მთავარ ოფისსაც ესტუმრა. როგორც მასპინძლებმა განმარტეს, Hisense-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩინური კომპანიაა ელექტრონიკის სფეროში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი ქალაქ პეკინში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა სახელმწიფო კომპანიის Luyuan Xingqian Technology Development Co, Ltd-ის გენერალურ დირექტორთან.
ვანგ იან შენგმა საქართველოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ თბილისში ისეთი ინოვაციური პროექტის დანერგვას, როგორიცაა განახლებადი ენერგიების საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენება.
საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა დღემდე გრძელდება და ახლა ის სტრატეგიული პარტნიორობის რანგში კიდევ უფრო განვითარდება.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2024