თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე საკრებულოს წევრებთან ერთად დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრის გახსნას დაესწრო. ცენტრი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. ახლადგახსნილი კომპლექსი, სრულად აღჭურვილი სათანადო ინვენტარითა და ტექნიკით, მზადაა მოქალაქეთა მისაღებად.
დიდ დიღომში გახსნილი ახალი ცენტრის სერვისებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებიც ისარგებლებენ, ვინაიდან ის ჩართული იქნება პროგრამაში, რომელიც ამ ასაკის ადამიანების უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.
მრავალფუნქციურ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები; ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 17 186 593 ლარს.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
ზურაბ აბაშიძე და გურამ ოქროპირიძე მთაწმინდის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ
ოქტომბერი 11,2024სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ ახალგაზრდა წევრებს უმასპინძლა
ოქტომბერი 10,2024საკრებულოში სპორტული პროგრამა ,,სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
ოქტომბერი 07,2024