ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში ახალაშენებული 138-ე საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გაგრძელდება.
გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად დაესწრო.
„138-ე სკოლის სამშენებლო სამუშაოებსა და აღჭურვაზე 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სამსართულიან შენობას აქვს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
დღევანდელი მონაცემებით, სკოლაში 700-მდე მოსწავლე იღებს განათლებას და 44 მასწავლებელია დასაქმებული.
ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024