თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ ავიაკვირეულის გახსნას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მარალჩინოსნები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ასევე საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული და სამეცნიერო ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო საზოგადოება „ალექსანდრე ქართველის“ პრეზიდენტმა, ლელა ქართველიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ქართველი ავიატორის ბიოგრაფია გააცნო და მის მიღწევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.
მანვე დედაქალაქის საკრებულოს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ,,საერთაშორისო საზოგადოების’’ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელს მიანიჭებენ.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის მზადაა მისი კომპეტენციის ფარგლებში პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ქართველებს.
,,ალექსანდრე ქართველის სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ბათუმის აეროპორტს ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი ეწოდა. თბილისში რამდენიმე წელია არსებობს მისი სახელობის ქუჩა, გასულ წელს ტაბიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე ასევე გაიხსნა მემორიალური დაფა, თუმცა ალექსანდრე ქართველის ღვაწლის კიდევ ერთხელ დასაფასებლად და მისი სახელის უკვდავსაყოფად აუცილებლად მიმაჩნია საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებულ სკვერს ეწოდოს ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის სახელი. აღნიშნულ საკითხს უკვე დადებითი რეკომენდაცია მისცა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ. მიმაჩნია, რომ ჩემი კოლეგები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ცნობილი ავიაკონსტრუქტორის სახელის მინჭებას ერთხმად დაუჭერენ მხარს“,- განაცხადა ლია ჯახველაძემ.
ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული 19 სექტემბერს დასრულდება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024