დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე - ლია ჯახველაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარების სპეციალური ვადები შეიცვალა.
I ეტაპი გულისმობს კონკურსის გამოცხადებას, განაცხადების შევსებას და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენას - 2015 წლის 6 ივლისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
II ეტაპი მოიცავს საკონკურსო კომისიის მიერ ნამუშევრების გაცნობასა და შეფასებას, რაც წარმოებს ნამუშევრების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი თვის ვადაში;
III ეტაპი განკუთვნილია გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოებისთვის, რაც უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2016 წლის 31 იანვრისა.
დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიმჩნევა. ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაა დამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი არაერთი ბეჭდვური შედომაა დაშვებული. კონკურსის მიზანია ურბანული გარემოს ინფორმაციულობის ამაღლება და გარემოს ესთეტიკური გაუმჯობესება, აგრეთვე აბრების საუკეთესო დიზაინის შერჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა. კონკურსი ხელს შეუწყობს მონაწილე პირების შემოქმედებით აქტივობას, ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაწყებულია. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილონ საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე http://www.tbsakrebulo.gov.ge
კონკურსი 2015 წლის 6 ივლისს გამოცხადდა და 2015 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024