უახლოეს მომავალში ჩარგლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის დამისამართება დაიწყება. აღნიშნული ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა.
ჩარგლის ქუჩაზე მცხოვრები თხუთმეტამდე ოჯახი მრავალი წელია დაუმისამართებელ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რაც მათ მრავალ პრობლემას უქმნის.
გარდა ამისა თინათინ ნიბლოშვილის თქმით, იგი აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მერიის შესაბამის სამსახურთან კონსულტაციას გამართავს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024