თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დაპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა სახელდების წესის მიღების და ასევე დამატებითი რეგულაციების თაობაზე იმსჯელეს, რომლის დამტკიცება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით უნდა მოხდეს.
დეპუტატებმა ქუჩების ცნობარის გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქუჩების თაობაზე პირველადი მონაცემები დიდწილად დამუშავებულია.
სხდომაზე ასევე განხილული იქნა სამისამართო აბრების დიზაინის კონკურსის გამოცხადების საკითხი და ვადები.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საკითხი იურიდიული განყოფილების მიერ საბოლოო ვერსიის დამუშავების საჭიროებს, რის შემდეგაც მისი განხილვა საკრებულოს სხდომაზე მოხდება.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკრებულოს სხდომაზე გასატან ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა: ვარდების ბაღისთვის (ყოფილი გორკის ბაღი) ისტორიული სახელის "ფანტაზიას", ამერიკის საელჩოს მიმდებარედ არსებული ოლიმპიური კომპლექსისათვის ოლიმპიური პარკის, აკადემქალაქის მიმდებარედ რომელიმე ქუჩისათვის ზურაბ საკანდელიძისა და ერთ-ერთი ქუჩისათვის გიზო ნიშნიანიძის სახელების მინიჭება.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილება შპს „ახალი დიღმის“ (ე.წ კამპუსი) მიერ აშენებული დასახლების სახელდების საკითხი, ერთ-ერთი ქუჩისათვის გოგოთურ აგლაძის სახელის, ხოლო დაბა წყნეთში ქედქეთების ქუჩისათვის სოფიკო ჭიაურელის სახეწოდების მინიჭებისა და მოსახლეობის თხოვნით, ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის ქუჩისათვის (დიდი დიღომი) სახელის გადარქმევის საკითხიც.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ასევე იმსჯელებენ რობერტ სტურუას ინიციატივაზე - გიორგი ძოწენიძის ქუჩისათვის რამაზ ჩხიკვაძის სახელის დარქმევის თაობაზეც.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023