თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ლია ჯახველაძე უძღვებოდა, რიგი ქუჩებისთვის სატრანსპორტო ფუნქციური ზონის სტატუსის მინიჭების საკითხი, მერიის არქიტექტურის სამსახურის გენგეგმის მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა ზვიად ელიზბარაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული საკითხი განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
ამავე სხდომაზე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის წარმომადგენლებმა საკრებულოსთან დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სახელდებულ ქუჩებზე, აბრების დიზაინის მაკეტი წარმოადგინეს. ფონდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადგილებზე, სადაც უნდა განთავსდეს კონკრეტული აბრები და კომისიის წევრებთან და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა, საკრებულოს მიერ გამოცხადებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი აბრების დიზაინის გამოსავლენი კონკურსის, საკონკურსო კომისიის შემადგენლობის და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ საკითხიც განიხილეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გასატანი სახელდების სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023