თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ქუჩების ცნობარის გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებზე, კერძოდ, მისი მომზადებისა და გამოცემის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ამასთან, ინდექსაციის მინიჭების წესის შესახებ საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის ირაკლი წულაის ინფორმაცია მოისმინა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ფოსტას, საჯარო რეესტრსა და დედაქალაქის საკრებულოს შორის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნის პერსპექტივა განიხილეს და თანამშრომლობის მიზნით, სამომავლო გეგმები დასახეს.
დღესვე, დეპუტატებმა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესსა და დამატებითი რეგულაციებზე, ასევე ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი აბრების დიზაინის გამოსავლენი კონკურსის ჩატარების მნიშვნელობასა და ვადებზე ისაუბრეს.
კონკურსის მიზანი საუკეთესო აბრების დიზაინის შერჩევაა და მასში გამარჯვებული ნაშრომის ავტორი, რომელსაც შესაბამისი საკონკურსო კომისია გამოავლენს, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.
დღესვე, დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს და მას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023