დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
საკითხი განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ გამოიტანა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში მულღაზანზარის ქუჩას - ვახტანგ ჭელიძის, ჩაილურის ქუჩას კი გურამ ბზვანელის სახელები მიენიჭათ.
კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას - კახაბერ კაციტაძის სახელი ეწოდა.
ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას - ივერი ფრანგიშვილის, ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩას კი აბესალომ ვეკუას სახელი დაერქვა.
ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას - გიორგი დეკანოზიშვილის, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ I შესახვევს - გიორგი მდივანის, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას - ვაჟა ჩაჩავას სახელები მიენიჭათ.
სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ I ჩიხს - გივი ამილახვარის, ანდრია გუგუშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ I ჩიხს - გრიგოლ აფშინაშვილის, მარიამ ორახელაშვილის ქუჩასა და მასთან არსებულ სამ შესახვევს - გიორგი ნახუცრიშვილის, სოფელ ნასაგურში მდებარე უსახელო ქუჩას კი კაპიტონ აბესაძის სახელები ეწოდა.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერს - პეტრე შოთაძის, ნიკოლოზ ცხვედაძის I ჩიხს - თენგიზ ახმეტელის, შალვა მიქელაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას - ნიკოლოზ ღიბრაძის სახელები დაერქვა. ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას - თამარ და აკაკი პაპავების, ხოლო მერი შერვაშიძის ქუჩასთან არსებულ ექვს შესახვევს - მერი შერვაშიძის სახელი მიენიჭა.
მთაწმინდის რაიონში, იაკობ გოგებაშვილის II შესახვევს და მასთან არსებულ უსახელო შესახვევებს - ალეკო შენგელიას სახელი ეწოდა.
დიდუბის რაიონში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის ქუჩასთან არსებულ I ჩიხს ნონა გაფრინდაშვილის, აკაკი ბელიაშვილის ქუჩასთან არსებულ III ჩიხს კი აკაკი ბელიაშვილის სახელები მიენიჭათ.
დეპუტატების თანხმობით, სხდომაზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი დადებითად გადაწყდა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024