თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია“-ს მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვა გაიმართა.
განხილვას შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიი“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკითხის განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ, კომისიას, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინა.